28 მაისი 2022,   05:24
ვრცლად
რუსული ჯარები ხარკოვს ტოვებენ - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს

ოკუპანტი ტაქტიკას ცვლის - ომის მე-80 დღეს რუსული ჯარები ხარკოვს ტოვებენ. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. ხარკოვიდან გადიან, თუმცა რუსი ჯარისკაცების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ისევ რჩება დონეცკის ოლქი, სადაც თავდასხმებს ბოლო 24 საათში არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესსპიკერი ამბობს, რომ მტრის მთავარი მიზანი დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარებაა.

რაც შეეხება მარიუპოლს, ალექსანდრ სტუპუნის თქმით, მტერი აგრძელებს ქვედანაყოფების ბლოკადას "აზოვსტალის" ქარხნის მახლობლად. ასევე, ახორციელებს მასიურ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს.

"მტრის მთავარი მიზანია დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება და სახმელეთო დერეფნის სტაბილურობის უზრუნველყოფა დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან. ხარკოვის მიმართულებით მტერს აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ჩაუტარებია. მისი ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ხარკოვიდან ჯარების გაყვანის, დაკავებული პოზიციების შენარჩუნებაზე. რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო დაზვერვითი ოპერაცია ჩაატარეს ორლან-10 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ხარკოვის რეგიონის, იზიუმის, კაპიტოლივკასა და დიბროვას დასახლებების რაიონებში. დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით მტერმა გამოიყენა ნაღმტყორცნები, საარტილერიო, სარაკეტო ყუმბარები და თვითმფრინავები, რათა მიეყენებინა მაქსიმალური დანაკარგები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე. მარიუპოლში, მტერი აგრძელებს ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკადას აზოვსტალის ქარხნის მახლობლად. აყენებს მასიურ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს," – აცხადებს ალექსანდრ სტუპუნი.

განცხადება გააკეთა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.

"რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი კრასნოპოლიეს, მალაია კამიშევახასა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გორლოვკას დასახლებებში. რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მაღალი სიზუსტის საჰაერო ბაზის რაკეტებმა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ზოლოტესა და ვრუბოვკას დასახლებებში გაანადგურეს ტერიტორიული თავდაცვის შტაბი და 24-ე მექანიზებული ბრიგადის ბატალიონი. დარტყმების შედეგად 300-ზე მეტი ნაციონალისტი დაიღუპა,“ - ამბობს იგორ კონაშენკოვი.

დღის ამბები