28 მაისი 2022,   04:45
ვრცლად
"უკრაინელები იმსახურებენ უდიდეს დაფასებას თავიანთი სიმამაცისთვის და გამბედაობისთვის" - ჯენ ფსაკი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე უკრაინის საკიტხზე იმსჯელებენ.  თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, მსოფლიო დაინტერესებულია მოისმინოს მეტი შტატების პოზიციის შესახებ.

ჯენ ფსაკი აღნიშნავს, რომ უკრაინელები საკუთარი სიმამაცისთვის დაფასებას იმსახურებენ.

"ალიანსის სამიტზე იქნება ფართო დისკუსია უკრაინასა და რუსეთზე. შეერთებული შტატები ამ შეხვედრებზე განაგრძობს მიდგომის ჩამოყალიბებას რუსეთის გაუმართლებელი და უკანონო ომის მიმართ. გვჯერა, რომ ალიანსის ლიდერები დაინტერესებულნი არიან მოისმინონ მეტი ჩვენი პოზიციის შესახებ. ველით, რომ ლიდერების განცხადებაში იქნება მინიშნება უკრაინაზე. უკრაინელები იმსახურებენ უდიდეს დაფასებას თავიანთი სიმამაცისთვის და გამბედაობისთვის," - აცხადებს ჯენ ფსაკი.

დღის ამბები