21 მაისი 2022,   03:30
ვრცლად
ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის,- ამის შესახებ განცხადება თავად უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ მედიასთან გააკეთა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, ის მზად არის ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს, შუამავლების გარეშე დიალოგის და არა ულტიმატუმების პირობებით.

"რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების საკითხი ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება, ბევრი ადამიანი დაიღუპა. როდესაც ამ ადგილების დეოკუპაციას ვახორციელებთ, ვხედავთ ჩაგვრის, წამების, სიკვდილით დასჯის და განადგურების კვალს, რაც დარჩა რუსი სამხედროებისგან. ეს ართულებს მოლაპარაკებას. როგორც პრეზიდენტი, მე მზად ვარ პუტინთან სასაუბროდ, მაგრამ მხოლოდ მასთან,  შუამავლების გარეშე - დიალოგის და არა ულტიმატუმების პირობებით,"- აცხადებს ზელენსკი

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება დიმიტრი პესკოვმაც გაავრცელა,როგორც კრემლის სპიკერი აცხადებს რუსეთი უარს არ ამბობს პუტინის შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მაგრამ აქვე აღნიშნავს რომ მოლაპარაკებების ჩატარება მომზადების გარეშე შეუძლებელია.

დღის ამბები