28 მაისი 2022,   04:21
ვრცლად
ენმ-მ რაც დამართა მელიას, იწვევს ემპათიას, მათი დღის წესრიგი აგებულია კრიმინალ სააკაშვილზე - ალუდა ღუდუშაური

"ნაციონალურ მოძრაობაში" ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობას  მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. დეპუტატების თქმით, ენმ-ს დღის წესრიგი აგებულია ექსპრეზიდენტის დღის წესრიგზე და ცდილობენ ხელისუფლება რევოლუციური გზით ჩაიგდონ ხელში. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ენმ უკვე რამდენიმე წელია  პოლიტიკური დღის წესრიგზე ვერ ჩამოყალიბდა. 

"ნაციონალური მოძრაობა" მეორე წელია ვერ ჩამოყალიბებულა თავის პოლიტიკურ დღის წესრიგზე. აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ ისინი ამ მძიმე ვითარებაში არიან.  ამის გამომწვევი ძალიან ბევრი ფუნდამენტალური მიზეზია, მათ შორის ის, რომ მათ ქვეყანაში აირჩიეს რევოლუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ეს არის აბსოლუტურად უპერსპექტივო და რა თქმა უნდა, იწვევს აზრთა სხვადასხვაობას და დაპირისპირებას,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლუდა ღუდუშაური კი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგი დაფუძნებულია სააკაშვილის დღის წესრიგზე. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რაც დამართა თუნდაც, ნიკანორ მელიას, რა თქმა უნდა ეს იწვევს ემპათიას. ეს არის რეალურად მათი სახე და მათი დღის წესრიგი აგებულია კრიმინალი სააკაშვილის დღის წესრიგზე," -  აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები