28 მაისი 2022,   04:36
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დარწმუნებულია, რომ გორის ჰოსპიტალმა კადრები გამიზნულად წაშალა

მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დარწმუნებულია, რომ გორის ჰოსპიტალმა კადრები გამიზნულად წაშალა. ყოფილი პრეზიდენტი დღეს ხატია დეკანოიძემ და მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მოინახულეს.

სააკაშვილთან ასევ იმყოფებოდა მისი უფლებადამცველი შოთა თუთბერიძეც. მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან კადრების წაშლით ხელისუფლება დანაშაულის დაფარვას ცდილობს. 

"ვისაუბრეთ 4 რიცხვის პროცესზე, დავგეგმეთ რამდენიმე საპროცესო მოქმედება და კადრებთან დაკავშირებით დავასკვენით, რომ კადრების გაქრობით ხელისუფლება ცდილობს დანაშაულის კვალის დაფარვას," - აცხადებს შოთა თუთბერიძე. 

 

დღის ამბები