28 მაისი 2022,   05:10
ვრცლად
საგარეო პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტი არ შეიძლება გემოვნებაზე დაფუძნებული შეფასების საგანი გახდეს - ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე 

"ქართული ოცნების" ავტორობით შექმნილი რეზოლუცია, ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, დაბალანსებულია.

ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტი ადეკვატურად პასუხობს საქართველოს საგარეო გამოწვევებს და რეგიონში შექმნილი რთული ვითარების პარალელურად სამომავლო რისკებსაც გამორიცხავს. 

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტი და ამიტომ, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება გემოვნებაზე დაფუძნებული შეფასების საგანი გახდეს. თუ დაკვირვებით წავიკითხავთ დოკუმენტს, თუ გავაანალიზებთ მის ყველა პრინციპს, მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ რაც კი სათქმელი იყო ამ შემთხვევაში, ითქვა, ითქვა საკმაოდ შინაარსიანად და გასაგებად. არსებითი არის, რომ ჩვენ ამა თუ იმ დოკუმენტით იმაზე მეტი რისკები და გამოწვევები საკუთარ თავს არ შევუქმნათ ვიდრე გადამეტებული სიტყვის შედეგად შიძლება მივიღოთ," - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.

დღის ამბები