28 მაისი 2022,   04:20
ვრცლად
თუ დასავლეთი გონიერებას არ მოუხმობს და შეთანხმების მცდელობები შედეგს ვერ მოგვცემს, მაშინ მივიღებთ საპასუხო ზომებს - სერგეი ლავროვი

"ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება, ჩვენ ომები არ გვინდა" - აცხადებს აგრესორი ქვეყნის პირველი დიპლომატი. სერგეი ლავროვის თქმით, ამის მიუხედავად, რუსეთი არ დაუშვებს საკუთარი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას და მათი იგნორირების უფლებასაც არავის მისცემს. მან ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ შეაფასა ამერიკისგან და NATO-სგან მიღებული პასუხები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკელების პასუხი NATO-სგან განსხვავებით დიპლომატიურ სტანდარტებში ჯდებოდა, თუმცა, რუსეთმა ვერცერთ დოკუმენტში ვერ ამოიკითხა მათთვის სასურველი წინადადება - რომ NATO არ გაფართოვდება.

ლავროვი აღნიშნავს, რომ დოკუმენტები მეტწილად მეორეხარისხოვანი საკითხების შეთანხმების შესაძლებლობას იძლევა. რუსი დიპლომატის თქმით, მოლაპარაკებები არ დასრულებულა და მოსკოვი საპასუხო რეაქციაზე მუშაობს.

"ამერიკელებისა და ნატოელების პასუხი დასავლურ სტილშია, თუმცა მათში არის რაციონალიზმის მარცვლებიც, მეორეხარისხოვან საკითხებში. კონსტრუქტივიზმი, რაც მათ წინადადებებში იკითხება, რუსული ინიციატივებიდანაა ნასესხები. ეს რაღაც მაინც არის, თუმცა ჩვენთვის მთავარ საკითხად რჩება ევროპული უსაფრთხოების კონცეპტუალურ საფუძვლებში გავერკვიოთ. თუ დასავლეთი გონიერებას არ მოუხმობს და შეთანხმების მცდელობები შედეგს ვერ მოგვცემს - მაშინ მივიღებთ საპასუხო ზომებს. თუ ისინი დაჟინებით იტყვიან, რომ პოზიციას არ შეიცვლიან, მას ჩვენც არ შევიცვლით," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

დღის ამბები