28 მაისი 2022,   05:45
ვრცლად
"ფეხმძიმეები უნდა აიცრან, რადგან არიან უფრო მაღალი რისკის მატარებლები" - ექიმების თქმით, კლინიკებში ორსულთა მიმართვიანობა გაზრდილია

"ომიკრონის" ტალღა პიკს უახლოვდება - სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამჯერ გაიზრდება.

ექიმების ინფორმაციით, კლინიკებში გაზრდილია ორსულთა მიმართვიანობა და მათი უმრავლესობა აუცრელია.

"ფეხმძიმე გოგოები უნდა აიცრან, რათა მათ შეამცირონ ის რისკები, რომელიც კორონავირუსით დასნებოვნების შემთხვევაში ექმნებათ. ფეხმძიმეები არიან უფრო მაღალი რისკის მატარებლები კორონავირუსული ინფექციის განვითარების შემთხვევაში. ცუდი გამოსავლის თავიდან ასარიდებლად, აცრაზე უკეთესი ვარიანტი დღეს ჩვენ არ გვაქვს. ეს ყველაფერი გადადის ბავშვში დედის სისხლიდან და მასაც ეხმარება იმუნიტეტის შეძენაში," - აცხადებს ბოკერიას კლინიკის ექიმი.

ამასთან, დატვირთულია პედიატრიული განყოფილებებიც, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ვირუსის მიმდინარეობა, წინა შტამებთან შედარებით მსუბუქია. ყველაზე მეტად დატვირთული ახლა ტესტირების პუნქტებია.

დღის ამბები