28 მაისი 2022,   06:01
ვრცლად
"ომი შესაძლებელია მოხდეს ორ შემთხვევაში, თუ ბელარუსს ან მის ახლო მოკავშირე რუსეთს პირდაპირ დაესხმებიან თავს"- ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში რუსეთის და ბელარუსის სამხედრო ძალები ერთმანეთს მხარს დაუჭერენ.

ლუკაშენკოს თქმით, "ომი შესაძლებელია მოხდეს ორ შემთხვევაში - თუ ბელარუსს ან მის ახლო მოკავშირე რუსეთს პირდაპირ დაესხმებიან თავს."

ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ ეროვნული ასამბლეის წინაშე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მომავალ თვეში რუსეთ-ბელორუსის დაგეგმილი სამხედრო წვრთნები მინსკს იმის გარკვევაში დაეხმარება, სად სჭირდება მას ძალების კონცენტრირება.

დღის ამბები