28 მაისი 2022,   06:09
ვრცლად
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

"თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 24 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უბნების ჩამონათვალი:

ნაძალადევის რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას. ამასთან, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ გლდანის, მონადირის, ავშნის და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის და ჩაქვის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში - ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, მაჭავარიანის, ჭოველიძის, შანიძის, ხორავას, ჯანაშიას, მელიქიშვილის, თარხნიშვილის, გურგულიას, ტატიშვილის, ყაზბეგის, სვანიძის, ბაქრაძის და გუდაურის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ხორავას, ჯანაშიას და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ვერეს და სატივეს ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის და სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას; ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას; საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტილკეს, რაინეგსის, ბარონ დე ბაის, სტივენსის და ჰუბერტის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კვერნაძის ქუჩის მოსახლეობას; გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის VII მიკრორაიონის, კობახიძის, პაიჭაძის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები