28 მაისი 2022,   04:16
ვრცლად
ვაკანსია - ილონ მასკი ეძებს თანამშრომელს, რომელიც ადამიანის ტვინში ჩიპის ჩანერგვის ტესტირებას უხელმძღვანელებს 

ილონ მასკი ადამიანებზე კლინიკური კვლევების დასაწყებად ემზადება - მილიარდერი მეწარმის ბიოტექნოლოგიური სტარტაპი Neuralink  თავის ტვინში ჩიპების ჩანერგვაზე მუშაობს.

Guardian-ის მიხედვით, მასკმა პირობა დადო, რომ Neuralink ტექნოლოგის საშუალებით, ჩიპების ჩანერბვის შემდეგ - "დამბლით დაავადებულ ადამიანებს სმარტფონის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ." 

RT-ის ცნობით, კომპანიამ თანამშრომლების დასაქმენა დაიწყო და მათ შორის კლინიკური კვლევების ხელმძღვანელისა და კლინიკური კვლევების კოორდინატორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ილონ მასკი იმედოვნებს, რომ Neuralink-ის ტვინის ჩიპები აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ტესტირებას გაივლის და 2022 წელს წარმატებით დაინერგება. 

როგორც ცნობილია Neuralink-ს ცდა უკვე ჩაატარებული აქვს და ხელოვნური ინტელექტის მიკროჩიპები ორ ცხოველში წარმატებით დანერგა.

დღის ამბები