25 ივნისი 2022,   14:27
ვრცლად
ვფიქრობთ, განვიხილავთ, რომ გავიგოთ თუ რა ამოძრავებს რუსეთს, რა იმალება უკრაინისადმი აგრესიული ქმედებების უკან- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს,რომ აწარმოებს კონსულტაციას რუსეთთან, რათა გაირკვეს, რა არის აგრესიული ქმედებების მიზეზი უკრაინის მიმართ. ეს განცხადება  აშშ-ის ელჩმა ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კელი დეგნანის თქმით, რუსეთის აგრესიული ქმედებები უარყოფითად აისახება არა მხოლოდ უკრაინაზე და საქართველოზე, არამედ მთელს ევროპაზე. 

"განხილვის თემა იყო რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით და ეს დაძაბულობა, რაც თავად რუსეთმა შექმნა. რუსეთის ქცევა მიმართულია ევროპის სტაბილურობის შესარყევად. ეს საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ ვფიქრობთ და განვიხილავთ, რომ გავიგოთ თუ რა ამოძრავებს რუსეთს, რა იმალება უკრაინისადმი აგრესიული ქმედებების უკან. გვაქვს დიპლომატიური შეხვედრები, საქართველო ჩავრთეთ ყველა ტიპის მოლაპარაკებაში რაც საჭიროა, რადგან ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინა-საქართველოზე, არამედ ევროპის სტაბილურობაზეც. ამერიკის მიზანია ეს დაძაბულობა დიპლომატიური გზებით გადაჭრას. ამიტომ ხვალ ჟენევაში ენტონი ბლინკენი შეხვდება სერგეი ლავროვს. დღეს კი პარტნიორებს ბერლინში გაესაუბრება, ამიტომ რუსეთთან დიალოგის გზით ამ საკითხზე მუშაობას ვაგრძელებთ,"-აცხადებს კელი დეგნანი

დღის ამბები