21 მაისი 2022,   02:55
ვრცლად
მსოფლიო კორონავირუსის მორიგ დარტყმას იგერიებს - არაერთ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების დიდი ნაწილი უკვე "ომიკრონის" შტამია

კორონავირუსით ინფიცირების თითქმის ნახევარი მილიონი შემთხვევა გამოვლინდა საფრანგეთში - ეს ბოლო 24 საათში დადასტურებული რეკორდული მაჩვენებელია.

მონაცემები ყოველდღიურად მაღალ ნიშნულს აღწევს გერმანიასა და იტალიაშიც. "ომიკრონის" შტამის შემთხვევები დაფიქსირდა ვიეტნამშიც.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი ამერიკის მოქალაქეებს 22 ქვეყანაში მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი მცდარად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ "ომიკრონის" ვარიანტს მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.


დღის ამბები