28 მაისი 2022,   05:55
ვრცლად
ცუკერბერგის კომპანია Meta-ს, შესაძლოა, 2 მილიარდი ფუნტის გადახდა მოუწიოს - რა ბრალდებას უყენებენ მას ბრიტანეთში

მარკ ცუკერბერგის კომპანია Meta-ს, შესაძლოა, 2 მილიარდი ფუნტის გადახდა მოუწიოს. მიზეზი გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაა.

კომპანიის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს სასამართლოში საჩივარი შევიდა. როგორც მომჩივანი ირწმუნება, Meta-მ დაარღვია კანონი კონკურენციის შესახებ და თავისი მომხმარებლების მონაცემები შემოსავლის მისაღებად გამოიყენა. კონკრეტულად საუბარია სარეკლამო ბიზნესზე, რომელიც კომპანიის შემოსავლების 98% შეადგენს.

საიტს საშუალება აქვს მომხმარებლის აქტივობების მიხედვით რეკლამისთვის კონკრეტული სამიზნე აუდიტორია შეარჩიოს. Meta-ში კი ამბობენ, რომ ყველა მომხმარებელი თავად ირჩევს, თუ რა ინფორმაციას გააზიარებენ პლატფორმებზე.

დღის ამბები