28 მაისი 2022,   04:58
ვრცლად
სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ხელფასები იზრდება

სოციალური აგენტებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.

სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ესენია ფიქსირებული და გამომუშავებითი ანაზღაურება. გაზრდა შეეხება ორივე კომპონენტს. ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი იქნება.

ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება.

დღის ამბები