28 მაისი 2022,   04:40
ვრცლად
Twitter-მა ირანის უმაღლესი ლიდერის ანგარიში ანიმაციური ვიდეოს გამოქვეყნების გამო სამუდამოდ დაბლოკა

Twitter-მა ირანის უმაღლესი ლიდერის ანგარიში დაბლოკა. მიზეზი, სოციალურ ქსელში ანიმაციური ვიდეოს გამოქვეყნებაა, რომელიც რევანშისტულ ელემენტებს შეიცავს.

მასში დონალდ ტრამპის მკვლელობაა ასახული. "ტვიტერის" გარდა ეს ვიდეო სულეიმან ალი ხამენეის ოფიციალურ ვებ გვერდზეც გამოქვეყნდა.

ჩანაწერში ჩნდება წარწერა, სადაც წერია, რომ სულეიმანის მკვლელი და ის პირი, ვინც მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა, საფასურს გადაიხდიან. აღნიშნული ვიდეოს გამო Twitter-მა ირანის უმაღლესი ლიდერის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა.

დღის ამბები