05 ივლისი 2022,   21:54
ვრცლად
რომელ ოთახში იკრძალება კატეგორიულად გამათბობლის დამონტაჟება - "თბილისი ენერჯი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თბილისი ენერჯი" მოსახლეობას აფრთხილებს და უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. 

კომპანიის თქმით, დაუშვებელია გამათბობელი დამონტაჟებული იყოს მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადიოდეს ლოჯში. 

"უსაფრთხოების ერთ-ერთი დიდი დარღვევა, რაც კი ოდესმე გვინახავს, გამათბობელი დამონტაჟებულია მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადის ლოჯში  გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენს სახლში დამონტაჟებულ გაზის დანადგარებს! არ გამოიყენოთ კუსტარული აკრძალული დანადგარები," - აღნიშნულია "თბილისი ენერჯის" განცხადებაში.

დღის ამბები