23 იანვარი 2022,   04:40
ვრცლად
უკრაინის სამთავრობო უწყებებზე განხორციელებულ კიბერშეტევას, NATO-ს გენერალური მდივანი და თეთრი სახლი გამოეხმაურა

უკრაინის სამთავრობო უწყებებზე განხორციელებულ კიბერშეტევასNATO-ს გენერალური მდივანი და თეთრი სახლი გამოეხმაურა. როგორც იანს სტოლტენბერგი ამბობს, NATO წლების განმავლობაში, მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინასთან კიბერთავდაცვის გასაძლიერებლად. ბრიუსელში კი NATO-ს კიბერექსპერტები უკრაინელ კოლეგებს ინფორმაციას უზიარებენ, მიმდინარე მავნე კიბერაქტივობების შესახებ. 

უახლოეს დღეებში, NATO და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას კიბერთანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის უკრაინის წვდომაზე მავნე პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე.

NATO-ს მიერ უკრაინის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა კი გაგრძელდება.

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერი ამბობს ისინი გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს მოკავშირეების დასაცავად, პარტნიორებისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად:

"შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები შეშფოთებულნი არიან კიბერშეტევით. პრეზიდენტი ამის შესახებ პრეზიდენტი ინფორმირებულია. ჩვენ ასევე გვაქვს კონტაქტი უკრაინელებთან და შევთავაზეთ ჩვენი მხარდაჭერა. უკრაინა იძიებს გავლენას და ბუნებას და ცდილობს აღდგენას.

ამ დროისთვის, რაიმე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. ასევე ვიცი რომ უკრაინელებმა განაცხადეს რომ სისტემა სწარაფად აამუშავეს და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა არ ყოფილა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მათთან მუშაობას და შევაფასებთ ნებისმიერ დამატებით ზემოქმედებას. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან ამ საკითხზე. შესაძლოა ნატოს განცხადებაც გენახათ, სადაც ნათქვამია, რომ ისინიც უცვლიან ინფორმაციას უკრაინას. მნიშვნელოვანია აღვნიშნო უკრაინის განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან, ძალიან ნათლად გადმოსცემს, რომ მათ შეძლეს თავიანთი სისტემების ამოქმედება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გადავდგამთ საჭირო და სათანადო ნაბიჯებს, ჩვენი მოკავშირეების დასაცავად, ჩვენი პარტნიორებისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად," - აცხადებს თეთრი სახლის პრეს-სპიკერი ჯენ ფსაკი.

დღის ამბები