17 იანვარი 2022,   02:42
ვრცლად
ხანძარი ვარკეთილში ლიკვიდირებულია

ვარკეთილში ზემო პლატოზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაასრულა. 

მოხუცი მამაკაცი, რომლის სახლშიც ცეცხლი გაჩნდა შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

დღის ამბები