28 იანვარი 2022,   06:23
ვრცლად
რთული ეპიდვითარება მსოფლიოში - ჯანმოს დირექტორის თქმით,"ომიკრონი" განსაკუთრებით საშიშია არავაქცინირებული პაციენტებისთვის

გართულებული ეპიდვითარების ფონზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საზოგადოებას აფრთხილებს, რომ "ომიკრონი" საშიში ვირუსია. ტედროს ადჰანომ გებრეისუსის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების უმრავლესობა აცრილი არ არის.

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 10 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 230,000-ზე მეტი ადამიანი. გასული კვირის განმავლობაში კონტინენტზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 64%-ით გაიზარდა.

ისრაელში ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 47 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვაქცინის მეოთხე დოზით კი უკვე 400 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა.

საზოგადოებისთვის მეოთხე დოზის შეთავაზებას გეგმავს დანია და საბერძნეთი. მეოთხე დოზით აცრის შესაძლებლობა რისკ-ჯგუფებს მიეცემათ. პარალელურად კი საბერძნეთში შეზღუდვები 23 იანვრამდე გახანგრძლივდება.

ინფიცირების ანტირეკორდს ამყარებს შეერთებული შტატებიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში "კოვიდ -19"-ით 800 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტების ვარაუდით, ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. საავადმყოფოები კი გადავსებულია.

 

ავტორი: თიკო ცერცვაძე

დღის ამბები