25 ივნისი 2022,   15:33
ვრცლად
საახალწლო ღონისძიება ყვარელში - ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროსა და ახმეტის შემდეგ, დღეს საახალწლო ღონისძიება ყვარელში იმართება. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე დამონტაჟებულ ნაძვის ხესთან შეკრებილები არიან ადგილობრივი მოქალაქეები.

ბავშვების საახალწლო განწყობაზე ზრუნავენ ზღაპრების გმირები. თოვლის პაპა კი მათ ტკბილეულით უმასპინძლდება. მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

დღის ამბები