25 ივნისი 2022,   14:09
ვრცლად
რუსთავის 12-ე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ეკა ხერხეულიძე ხვდება 

მიხეილ სააკაშვილი კვლავ სატელეფონო ზარების უფლებას და ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ცენტრ "ემპათიას" კონსილიუმის და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფების ჩართვას ითხოვს.

ამ წუთებში, ყოფილ პრეზიდენტს მისი თანაგუნდელი, ეკა ხერხეულიძე ხვდება. პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა სააკაშვილის უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილიც. მისი თქმით, შეხვედრების ოთახში სპეციალური ბარიერებია, რათა ექსპრეზიდენტთან ნორმალური კომუნიკაცია შეიზღუდოს. 

"ეს ბარიერი იქნა შემუშავებული სპეციალურად, რომ ჩვენ არ გვქონდეს შესაძლებლობა, ნორმალური კომუნიკაციის, რაც ბუნებრივია, არის კანონდარღვევა. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაშვებულ იქნენ ექიმები, მათ შორის მისი პირადი ექიმი და ასევე კონსილიუმის წევრები. ვინაიდან, მასზე კვლავ აღინიშნება არაადამიანური მოპყრობის და წამების კვალი, რისი მსხვერპლიც გახდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილი,“ - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

დღის ამბები