28 იანვარი 2022,   20:03
ვრცლად
მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის, სანდო პარტნიორებთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ - ზელენსკი 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობას უხდის.

"მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოცხადებისთვის. სანდო პარტნიორებთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული მომავალი უალტერნატივოა. ერთად ვემზადებით ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის," - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

დღის ამბები