17 იანვარი 2022,   03:01
ვრცლად
მარია ზახაროვას მორიგი თავდასხმა "კურიერის" ჟურნალისტზე - "პრესკონფერენციაზე ის ივიწყებს რუსულს და იწყებს საუბარს საყვარელ თემაზე საქართველო-NATO..." 

მარია ზახაროვას მორიგი თავდასხმა "კურიერის" ჟურნალისტზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე ინტერვიუს დროს თამარ ნუცუბიძეზე ისაუბრა და ის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ზახაროვას უკმაყოფილება, სერგეი ლავროვისთვის ეუთოს მინისტერიალზე ინგლისურ ენაზე დასმულმა კითხვამ გამოიწვია, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების პრესპიკერმა "კურიერის" ჟურნალისტისგან კითხვის რუსულ ენაზე დასმა არაერთხელ მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო

"ალბათ გახსოვთ ქართველი ჟურნალისტის შემთხვევა "რუსთავი2"-დან, მან ერთი საათით ადრე დაგვირეკა და რუსულად გვთხოვა ჩაგვერთო რუს ჟურნალისტთა ჯგუფში, რომელთაც ხვდებოდა სერგეი ლავროვი, ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის შედეგების შესახებ. მათთან გვაქვს რეგულარი კონტაქტები, ვრთავთ ყოველ ჯერზე, ვაძლევთ კითხვის დასმის შესაძლებლობას, ჩვენი საუბრიდან ერთი საათის შემდეგ, რაც მოვიდა პრესკონფერენციაზე, ის უცებ ივიწყებს რუსულს და იწყებს საუბარს საყვარელ თემაზე საქართველო-ნატო..."- აცხადებს მარია ზახაროვა.

დღის ამბები