17 იანვარი 2022,   02:08
ვრცლად
სახეზეა პოსტ-სტრესული მდგომარეობა, გადაღლილია, ცვლილებებია ტესტების პასუხებშიც - ექიმები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

გორის ჰოსპიტალში, გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილი ექიმებმა მოინახულეს. მათი შეფასებით, სახეზეა პოსტ-სტრესული მდგომარეობა. მედიკოსები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი რამდენიმეთვიან მკურნალობას და რეაბილიტაციას საჭიროებს.

"სახეზეა პოსტ-სტრესული სინდრომი. ვფიქრობთ, შემდეგ ორ თვეში ეს ალაგდება და რეაბილიტაციის კურსი ალბათ თვეები გაგრძელდება. მისი ნერვოლოგიური სტატუსი ისევ საყურადღებო რჩება. მან მკურნალობა უნდა ჩაიტაროს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ,"- აცხადებს ნევროლოგი ოთარ თოიძე. 

გარკვეული ცვლილებებია ტესტების პასუხებშიც. მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ "პრეზიდენტი გადაღლილია". 

მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი კვლავ გორის ჰოსპიტალში რჩება და პოსტ შიმშილობის რეაბილიტაციას განაგრძობს. პატიმართან მნახველები დღესაც მივიდნენ, უკვე გორშია ლიზა იასკოც.

დღის ამბები