28 იანვარი 2022,   21:01
ვრცლად
ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ეტყვის, რომ ვაშინგტონი დაიცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ეტყვის, რომ ვაშინგტონი წინ აღუდგება რუსეთის ნებისმიერ აგრესიულ და წინდაუხედავ ქმედებას და დაიცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა ბევრად სტაბილური და პროგნოზირებადი გახდება. რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდებიან. ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები