28 იანვარი 2022,   20:47
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგები ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგები - ვერა სვანიძე და დარეჯან ცინცაძე ღირსების მედლით დაჯილდოვა.

მათ ჯილდო, ქართული მუსიკისა და სამუსიკო-საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის გადაეცათ.

სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ჯილდოები პედაგოგებს პირადად გადასცა და ქართველი ხალხის სახელით, თავდაუზოგავი შრომისათვის მათ მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები