17 იანვარი 2022,   01:44
ვრცლად
3 დეკემბერს მსოფლიო შშმ პირთა უფლებების დღეს აღნიშნავს - საკოორდინაციო კომიტეტის პირველი შეხვედრა და შშმ პირებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნა

დღეს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დღეს აღნიშნავს. სიმბოლურად ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს საკოორდინაციო კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერიც ესწრებოდა.

საკოორდინაციო კომიტეტის მიზანი, შშმ პირებისთვის ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნაა.

კომიტეტი ანგარიშვალდებული საქართველოს მთავრობის წინაშეა. იგი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად საერთაშორისო ეროვნული ვალდებულებისა და მათ შორის, გაეროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას.

ერთადერთი მედიკამენტი, რომელსაც უიშვიათესი დაავადების პროგრესირების შეჩერება და დავიწყებული ფუნქციების აღდგენა შეუძლია საკმაოდ ძვირია. მისი შეძენა სახელმწიფო დახმარების გარეშე თითქმის შეუძლებელია და სწორედ ამიტომ, პრემიერის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბიუჯეტში 5 მილიონი ლარი პრეპარატის ხარჯებისთვის გამოიყო.

უიშვიათეს დაავადებასა და მედიკამენტის აუცილებლობაზე საუბრობს დეპუტატი რატი იონათამიშვილი, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო დაფინანსების ვალდებულებას მომავალშიც შეასრულებს.

დღის ამბები