17 იანვარი 2022,   02:54
ვრცლად
"ომიკრონს" ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაურჩება - ეპიდემიოლოგების პროგნოზით ახალი შტამი საქართველოში ერთი თვის პერიოდში გავრცელდება

ახალი შტამის მინიშნებები სპეციალისტებისთვის განგაშის საფუძველს იძლევა. საშიშროებას ისიც ქმნის, რომ ჯერ კიდევ მსოფლიომ და საქართველომ არაფერი იცის ვირუსის შესაძლებლობების შესახებ. არც ის, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ბ 1.1 529-ის გავრცელებას. 

"ომიკრონის" გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე საფრთხეებს პირველ რიგში კლინიკური სექტორი ელოდება. ახალი შტამის გამოვლენის და დომინირების შემთხვევში სწორედ პირველ დარტყმას, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი კოვიდ მიმღები განყოფილებები მიიღებენ. 

დღეს ქვეყანაში 700 ათასი ადამიანია, ვისაც არც ვირუსი აქვს გადატანილი და არც ვაქცინირებულია. აცრების გარეშე რჩება ის სეგმენტიც, სადაც მაღალია ინფექციის გავრცელების რისკები. დღეს ქრონიკული დაავადების მქონე პირების ჩართულობა იმუნიზაციის პროცესში ყველაზე დაბალია. 

ბ 1.1 529 გამოვლენიდან 9 დღეში უკვე 30 ქვეყანაშია. საქართველოში, სპეციალისტების პროგნოზით, "ომიკრონი" ერთი თვის პერიოდში გავრცელდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი უახლოეს დღეებში ქვეყანაში ახალ pcr ტესტებს შემოიტანს, რომ ვირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენა დროულად მოხდეს. 

დღის ამბები