23 მაისი 2022,   15:12
ვრცლად
კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს, "ლიტერას" სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს - თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თქმით, მისი უწყება ახალ ლიტერატურულ პრემიას დააფუძნებს. როგორც თეა წულუკიანი ამბობს ლიტერატურული პრემია - "ლიტერა" კერძო სტრუქტურამ მიითვისა.

"ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია - "ლიტერა". ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას.

მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო არც ერთი საკანონმდებლო აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს იყო ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა.

შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს," - გაანცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

დღის ამბები