23 მაისი 2022,   15:24
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ყატარის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყატარის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში. აქვე აღინიშნა ბიზნესებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა. 

ყურადღება ასევე დაეთმო, საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.

მთავრობის მეთაურმა კატარის ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა

დღის ამბები