23 მაისი 2022,   16:21
ვრცლად
რუსეთი აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების ნაწილს ქვეყნის დასატოვებლად ვადას 31 იანვრამდე აძლევს

რუსეთი, ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ნაწილს, ქვეყნის დასატოვებლად ვადას 31 იანვრამდე აძლევს. ქვეყნის დატოვება მოუწევთ დიპლომატებს, რომლებიც რუსეთში უკვე სამ წელზე მეტია იმყოფებიან. რუსეთის ნაბიჯი საპასუხო ზომაა, ვაშინგტონის მიერ, 27 რუსი დიპლომატისთვის ქვეყნის დასატოვებლად 30 იანვრამდე მიცემულ ვადაზე.

აღნიშნული მოსკოვმა, დიპლომატების გაძევებად შეაფასა, ვაშინგტონში კი განმარტავენ, რომ დიპლომატები არ გაუძევებიათ და მათ მიერ ქვეყნის დატოვების ვადა ერთი წლით ადრე განისაზღვრა. ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს სტოკჰოლმში რუსეთისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს. ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის საუბრის თემა, მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის მზარდი აგრესიაც იქნება.

დღის ამბები