28 იანვარი 2022,   06:18
ვრცლად
მოვუწოდებ ასაკოვან მოსახლეობას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოიყენონ ორმაგი პირბადე - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი COVID 19-ის ახალი შტამის - "ომიკრონის" საფრთხეებზე საუბრობს.

მისი განცხადებით, აუცილებელია, მოქალაქეებმა რეგულაციები მკაცრად დაიცვან, რათა ვირუსის გავრცელების მასშტაბები და სიჩქარე კონტროლირებადი იყოს.

"თეორიული დაშვება, მასში თავმოყრილი მუტაციები, უკვე იძლევა იმის შეფასების საშუალებას, რომ ის არის იმდენად სახეცვლილი, რომ გარკვეულწილად, პრობლემები იქნება არსებულ იმუნიტეტთან. სამწუხაროდ, ახალი ტალღებისა და ინფექციის ახალი ძალით შემობრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან რთული სცენარია.

პირველ რიგში, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ პერსონალური დაცვის საშუალებების მაქსიმალური გამოყენება იცავს ყველა ვარიანტის ვირუსისგან. მე მოვუწოდებ ჩვენს ასაკოვან მოსახლეობას, როდესაც ისინი გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სადაც დისტანცია ვერ ხერხდება, გამოიყენონ ორმაგი პირბადე ზამთრის პერიოდში, ეს იქნება მაქსიმალური დაცვა.

ამასთან, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კონტროლი. მსგავსი ღონისძიებებით ჩვენ მინიმუმამდე ჩამოვიყვანთ ამ ვირუსის გავრცელების მასშტაბებსა და სიჩქარეს," - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები