17 იანვარი 2022,   01:33
ვრცლად
"შოკიდან გამოვიდა, კონტაქტურია" - ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიწის მასაში მოყოლილი 65 წლის მამაკაცი მოინახულა 

უკვე 7 საათია რაც ტყიბულში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაცის ადგილმდებარეობა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე დაადგინეს. ამ წუთებში მაშველები მის ამოყვანას ცდილობენ. როგორია 45 წლის მამაკაცის მდგომარეობა, ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ წაქაძე. მისი თქმით, სამძებრო სამუშაოებში რეგიონებიდან ჩასული სამაშველო ბრიგადაც არის ჩართული. რაც შეეხება 65 წლის მამაკაცს, რომელიც მიწის მასიდან რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს, ფრიდონ წაქაძის თქმით, ის შოკური მდგომარეობიდან უკვე გამოვიდა და კონტაქტურია.

"მუშაობს სამაშველო სამსახური, ჩამოსულია რეგიონებიდან და ეხმარება. ძალიან ბევრი ხალხია მობილიზებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ ადამიანი. მეორე პიროვნება, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, ის გადაყვანილია საავადმყოფოში. ახლა მოვინახულეთ, შოკიდან გამოვიდა, კონტაქტურია. მე თვითონ ვესაუბრე,"- ამბობს ონ წაქაძე.

შემთხვევა ტყიბულის შახტში დღის პირველ ნახევარში მოხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები