17 იანვარი 2022,   02:03
ვრცლად
მთავრობა განმარტავს, სავალდებულო გახდება თუ არა ტრანსპორტში "მწვანე პასპორტი" პირველი დეკემბრიდან 

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან, ე.ე. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. დღეს მოქალაქეებმა მთავრობისგან მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს, სადაც განმარტებულია, რომ კოვიდსაშვის წარდგენა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში სავალდებულო არ იქნება. 

შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ​კოვიდსაშვის გამოყენება, მხოლოდ 18 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის იქნება სავალდებულო. 

დღეს, ამავე თემაზე, "რუსთავი 2-თან" საუბრისას ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მწვანე პასპორტის გამოყენება შესაძლოა ტრანსპორტშიც ამოქმედდეს. 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირები, რომლებიც დღემდე არ ჩართულან იმუნიზაციის პროგრამაში და არ აცრილან საქართველოში არსებული ნებისმიერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, გარკვეულ დაწესებულებაში შესვლა შეეზღუდებათ, კერძოდ - კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში და ა.შ.

შეზღუდვა არ იმოქმედებს მათთვის, ვისაც მწვანე პასპორტი ექნება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. საშვზე მოთხოვნა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე და ტურისტებზე ვრცელდება.

მომხმარებელს კოვიდსაშვის აღება ორ გზით შეუძლიათ, ონლაინ აპლიკაციის საშუალებით, რომელზედაც საჭიროა მარტივი რეგისტრაციის გავლა. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ პირს QR კოდი მიენიჭება, რომელიც განახლებას არ მოითხოვს, ხოლო მწვანე საშვის მიღება, ადამიანს მეორე გზით, იუსტიციის სახლში მისვლით შეუძლია, სადაც ვაქცინირებულ ადამიანს გადასცემენ შესაბამის საბუთს.

დღის ამბები