28 იანვარი 2022,   21:23
ვრცლად
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დემარკაციისა და დელიმიტაციის მექანიზმები წლის ბოლომდე შეიქმნება - ვლადიმერ პუტინი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაციისა და დელიმიტაციის მექანიზმები წლის ბოლომდე შეიქმნება - აღნიშნული განცხადება ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სამმხრივ შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მხარეები შეძლებენ სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს მშვიდობის სიმბოლო, ზეთისხილი ტოტები აჩუქა. სამმხრივი შეხვედრა რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინიციატივით გაიმართა.

დღის ამბები