28 იანვარი 2022,   21:06
ვრცლად
აქცია ქუთაისში - ადგილობრივები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში, განჯის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები კორპუსის მიმდებარედ ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, სამუშაოები სტანდარტების დარღვევით მიმდინარეობს, ამასთან ნიადაგი არამდგრადია, რაც მეტ საფრთხეს ქმნის. მათი თქმით, ტერიტორიაზე რეკრეაციულო ზონა უნდა მოეწყოთ, თუმცა გამწვანების ნაცვლად ადგილზე კორპუსი შენდება. მცხოვრებლების თქმით, სამუშაოებს კომპანია "იბერია სტარ გრუპი" აწარმოებს, რომლის მფლობელის შვილიც ქუთაისის საკრებულოს წევრია. ადგილობრივები კომპანიის მფარველობაში  მერიასა და დევნილთა სამინისტროს ადანაშაულებენ.

კომპანიის იურისტის თემურ მესხის ინფორმაციით, სამუშაოები ყველა საჭირო ნებართვით მიმდინარეობს, დაცულია სტანდარტები და საფრთხეც არ არსებობს. მან ასევე არ დაადასტურა ბრალდება ადგილობრივი ხელისუფლების მფარველობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უკანონო მშენებლობა გამორიცხულია.

დღის ამბები