28 იანვარი 2022,   20:16
ვრცლად
NATO-სა და ეუთოს მინისტერიალებზე ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე ისაუბრებს 

NATO-სა და ეუთოს მინისტერიალებზე, ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბარს გეგმავს - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განაცხადა.

კარენ დონფრიდის თქმით, სახელმწიფო მდივანი 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, რიგაში დაგეგმილ NATO-ს მინისტერიალზე და 2-3 დეკემბერს, სტოკჰოლმში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე, უკრაინის საზღვართან არსებული ვითარების გარდა, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის და ბელარუსში არსებულ კრიზისს განიხილავს. მისივე თქმით, რიგაში დაგეგმილ NATO-ს მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრაც გაიმართება.

დღის ამბები