28 იანვარი 2022,   21:29
ვრცლად
Maps.gov.ge - რა ინფორმაციის მოძიებაში დაგეხმარებათ საჯარო რეესტრის რუკების ახალი ვებგვერდი 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მრავალფუნქციური ინტერაქტიული რუკების ვებგვერდი - Maps.gov.ge შექმნა. მრავალფუნქციური ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ პირადი ნომრით, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით ან უძრავი ქონების მისამართით მოიძიონ მათთვის სასურველი ინფორმაცია.

ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია სივრცის გაზიარება, რუკებზე ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ობიექტებს შორის მანძილის და ფართობის გაზომვა და რუკის მართვის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება. ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა.

დღის ამბები