28 იანვარი 2022,   20:49
ვრცლად
ძველი საკრებულოების დამტკიცებული ახალი ბიუჯეტი - რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა განვითარებულ პროცესებს

საკრებულოებში მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება დღეს სხვადასხვა ქალაქში ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" მოვლენები შიშის გამო დააჩქარა. ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნამ შესაძლოა, მერის გადადგომა, საკრებულოს დაშლა და რიგგარეშე არჩევნები გამოიწვიოს, რაც სულაც არ არის გამორიცხული იმ საკრებულოებში, სადაც მმართველი პარტია უმრავლესობით ვერ შევიდა.

რატომ არ შეჩერდა პროცესი - ოპონენტების განცხადებებს დღეს "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისიდან უპასუხეს. მმართველ პარტიაში არ დაუმალავთ, რომ გადაწყვეტილება ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებითაც მიიღეს.

პროცესების დაძაბვაში კი ოპოზიცია, პირიქით, ხელისუფლებას ადანაშაულებს. პარტიებში აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესები ამომრჩევლის ნებას ეწინააღმდეგება და რომ ახალი ბიუჯეტი ახალმა საკრებულომ უნდა მიიღოს.

ოპოზიციას მმართველი ძალა კანონმდებლობის იმ ნორმებს ახსენებს, რომელიც ბიუჯეტის დამტკიცებას არეგულირებს. "ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ პროცესი სამართლებრივად გამართულია და პოლიტიკურად ხელოვნურად დაძაბული.

ახალი მოწვევის საკრებულოები საქმიანობას ოფიციალურად 3 დეკემბრიდან შეუდგებიან, ძველი მოწვევა კი ამ დრომდე უფლებამოსილებას ინარჩუნებს.

დღის ამბები