04 დეკემბერი 2021,   13:46
ვრცლად
მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესებულია, ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა - ეკატერინე ტიკარაძე 

გორის ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა მეუღლემ უკვე დატოვა. როგორც ლიზა იასკო ამბობს, მისი დაკვირვებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება.

ამ განცხადების საპასუხოდ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესებულია და ის ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებას არ საჭიროებს.

"პაციენტი დღესდღეობით მკურნალობს თერაპიულ საწოლზე, თერაპიული კოდით. ჩვენს ექიმებს გააჩნიათ სრული გამოცდილება იმის, თუ როგორ უნდა მართონ მსგავსი პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებით პროტოკოლი, რომელიც არის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობილი და ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დღესდღეობით არის ჩვენგან რეკომენდირებული გორის ჰოსპიტალზე, ისევე როგორც პენიტენციურ სამსახურზე, აქტიურად მართავენ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს.

მისი მდგომარეობა დღესდღეობით გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელია. პირადად მე ვერ ვხედავ იმის საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

მიხეილ სააკაშვილს უკვე მეექვსე დღეა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ. დილიდან პატიმარი ექს პრეზიდენტის მოსანახულებლად არაერთი ადამიანი მივიდა.

 

 

 

 

დღის ამბები