04 დეკემბერი 2021,   15:21
ვრცლად
რუსეთი მასშტაბური კიბერთავდასხმისთვის ემზადება - Microsoft-ის ექსპერტები ჰაკერული ჯგუფის სამიზნეს ასახელებენ 

რუსეთი მასშტაბური კიბერთავდასხმისთვის ემზადება - ამის შესახებ კომპანია Microsoft-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, ჰაკერული ჯგუფი სახელწოდებით "ნობელიუმი", რომელიც სავარაუდოდ "სოლარ ვინდსისა" და ამერიკული სააგენტო "იუესეიდის" წინააღმდეგ კიბერთავდასხმების უკან დგას, ახალ ფართომასშტაბიან ოპერაციას აიტი-სექტორის პროვაიდერების გლობალურ ქსელებზე ატარებს.

მაიკროსოფტში აცხადებენ, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან ასოცირებულ ჰაკერთა ჯგუფს, ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში 23 000-მდე კიბერშეტევა აქვს განხორციელებული.

დღის ამბები