09 დეკემბერი 2021,   01:46
ვრცლად
"მომაძახა, რომ მე ვარ ნაბიჭვარი..." - პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კამათის მიზეზი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის დაბარების საკითხი გახდა, ინიციატორი კი სალომე სამადაშვილი იყო.

ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ნონა მამულაშვილი და გიორგი ხელაშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ არაეთიკურად მოექცნენ. 

"როდესაც პრეტენზია გამოვთქვი, ერთ-ერთმა დეპუტატმა ამიქნია ხელი, რაზეც ვუთხარი, რომ არაეთიკური იყო. მომაძახა, რომ მე ვარ ნაბიჭვარი,"- აცხადებს მამულაშვილი. 

დღის ამბები