09 დეკემბერი 2021,   03:01
ვრცლად
დამწვარი სკოლის ტერიტორიაზე თიანეთში, სოფელ ბოჭორმაში ახალი სასწავლო დაწესებულება შენდება

ახალი სასწავლო დაწესებულება დამწვარი სკოლის ტერიტორიაზე - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმაში, ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის ადგილზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალი სასწავლო წლისთვის ახალი სკოლა აშენდება.

მანამდე კი, იმისათვის, რომ საგაკვეთილო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი დროებითი, ალტერნატიული სივრცე სოფელში უკვე მოეწყო.

ბოჭორმის ხის ორსართულიანი საჯარო სკოლა, სადაც 6 მოსწავლე ირიცხებოდა, 22 ოქტომბერს დაიწვა.

დღის ამბები