09 დეკემბერი 2021,   01:15
ვრცლად
ბოლშევიკური მიდგომაა - მხოლოდ მათი აქციაა აქცია და მხოლოდ მათი პატიმარია პატიმარი - შალვა პაპუაშვილი ენმ-ს აკრიტიკებს 

არჩევნების მე-2 ტურამდე 3 დღით ადრე შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებისთვის "ქართულმა ოცნებამ" სამზადისი დაიწყო.

მმართველი პარტია ხვალ, თანამოაზრეებს თავისუფლების მოედანზე ელოდება. ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ შეკრება კონტრაქცია არ არის და "ქართული ოცნების" მიზანი ქართველი ხალხის ღირსებისა და თავისუფლების დემონსტრირებაა.

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, იმ მუნიციპალიტეტებში სადაც, მეორე ტური ტარდება, გამარჯვებას მოიპოვებენ.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხვალინდელი აქცია მხარდამჭერებთან წინასაარჩევნო შეკრება იქნება.

"ხვალინდელი შეკრება ეს გახლავთ საარჩევნო შეკრება ჩვენა ამომრჩევლებთნ. შეეცადნენ ამ აქციის დაკნინებას, რაც არის შიშით გამოწვეული. ბოლშევიკური მიდგომაა ენმ-ს მხრიდან, მხოლოდ მათი აქციაა აქცია, მხოლოდ მათი პატიმარია პატიმარი და ა.შ,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის თქმით, 27 ოქტომბერს უმრავლესობის მიერ დაგეგმილი აქცია პოლიტიკური პარტიისთვის ლეგიტიმური აქტია. 

დღის ამბები