09 დეკემბერი 2021,   01:32
ვრცლად
"ოპოზიციის მიერ საარჩევნო სტატისტიკით მანიპულაციის მცდელობა ჩაიშალა" - "ოცნებაში" პირველი ტურის მონაცემები სხვა არჩევნების სტატისტიკას შეადარეს

არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები - "ქართულ ოცნებაში" თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის მონაცემები სხვა არჩევნების სტატისტიკას შეადარეს და კვლევა წარმოადგინეს. 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გამოვლენილი მონაცემები მოწმობს, რომ ოპოზიციის მიერ საარჩევნო სტატისტიკით მანიპულაციის მცდელობა ჩაიშალა.

"ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ყალბი იყო ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგორებული ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანია. პარლამენტის 6-თვიანი საბოტაჟის პირობებში, რომელიც ფასილიტაციისა და მედიაციის ფონზე მიმდინარეობდა, ისინი რიცხვების მანიპულირებითა და დასკვნების ფაბრიკაციით პირდაპირ ატყუებდნენ, როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ჩვენ ვნახეთ, რომ წელსაც იყო იგივე მცდელობა. წელსაც ვიხილეთ ოპოზიცია, რომელიც აფრიალებდა ე.წ. გაყალბებულ ბიულეტენებსა და ოქმებს, ქვეყნის მტრად და თავდასხმის ობიექტად აცხადებდა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მაგრამ წელს საარჩევნო სტატისტიკით მანიპულაციის მათი მცდელობა თავიდანვე ჩაიშალა. გადამწყვეტი როლი ამაში საარჩევნო რეფორმისას ჩვენი ინიციატივით ჩადებული უბნების 10%-ის გადათვლის მექანიზმმა შეასრულა, რაც სტატისტიკურად იმდენად დიდი და რეპრეზენტატული ოდენობაა, რომ ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი დაუსვა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მმართველმა პარტიამ კვლევაში: პირველადი შედეგების გამოცხადების დრო, ბათილი ბიულეტენები, ბიულეტენების რაოდენობა, ბიულეტენების ნაკლებობა, დისბალანსები, საჩივრები, ბიულეტენების გადათვლა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი უბნების დათვლის სტატისტიკური მონაცემები ასახა.

დღის ამბები