27 ნოემბერი 2021,   12:01
ვრცლად
NATO ერთგულია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ​ - ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტს აჯამებს. ხავიერ კოლომინა facebook-ზე წერს, რომ მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა.

"ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ვეწვიე, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. NATO ერთგულია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ," - წერს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.

დღის ამბები