09 დეკემბერი 2021,   02:56
ვრცლად
საზოგადოებას მრავალფეროვანი კოალიციური მმართველობა სჭირდება - ელენე ხოშტარია თვითმმართველობის ჩრდილოვან კაბინეტზე 

არჩევნების მე-2 ტურამდე 10 დღით ადრე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ოპოზიციის ნაწილმა თვითმმართველობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინეს. 30 ოქტომბერს ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეები მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია და ზურა გირჩი ჯაფარიძე იქნებიან.

დასახელდნენ სხვა პირებიც, რომლებიც ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მერიაში პოსტებს გადაინაწილებენ.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მრავალპარტიული კოალიცია დემოკრატიულ წინსვლაზე იქნება ორიენტირებული

"მთავარი დაკვეთა საზოგადოების, ის რაც სჭირდება საზოგადოებას, ეს არის არა ერთპარტიული, არამედ მრავალფეროვანი კოალიციური მმართველობა. ეს არის შანსი, რომ ყველა ადამიანის და ჯგუფის ინტერესი იყოს გათვალისწინებული და ეს არის შანსი, რომ აღარ დავუშვათ შეცდომები და ერთმანეთი ვაკონტროლოთ ძალაუფლებაში," - აცხადებს ელენე ხოშტარია. 

დღის ამბები