27 ნოემბერი 2021,   12:20
ვრცლად
"ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენა წაგებული არჩევნების ფონზე" - მმართველი გუნდი ოპოზიციას ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს 

ჩრდილოვან კაბინეტს წარუმატებელ ქმედებად მიიჩნევენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა წაგებულ არჩევნებში დაასახელეს თბილისის მთავრობა, რაც პირველ რიგში საკუთარი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაა. მათი თქმით, მმართველი პარტია მე-2 ტურშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ყველასთვის ცნობილია, რა კომბინაციითაც არ უნდა წარდგეს ენმ ამომრჩევლის წინაშე, 30 ოქტომბრის არჩევნებს წააგებს.

"ქართული საზოგადოება უკვე მერამდენე წელია თანხმდება, რომ ეს ძალადობრივი პოლიტიკური ძალა არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი ამბობს, რომ დეკორაციების ხელოვნურად შექმნის მცდელობა ოპოზიციას წარმატებამდე ვერ მიიყვანს.

"საინტერესოა უბრალოდ, რომ ერთის მხრივ მათ ძალიან ამძიმებთ, რა თქმა უნდა, ის მძიმე წარსული "ნაციონალური მოძრაობისა", რომელიც აქვთ და ამისგან გამიჯვნასაც ცდილობენ, თუმცა არაფერს ისეთს არ ამბობენ, რითაც შეიძლება ახალი ელექტორატი გაიჩინო. შესაბამისად ეს ნიშნავს გარდაუვალ მარცხს," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები