09 დეკემბერი 2021,   01:03
ვრცლად
ეს არის გზავნილი მთელი რეგიონისთვის, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით არის და უცვლელი პარტნიორია - ჯუანშერ ბურჭულაძე ლოიდ ოსტინის ვიზიტზე

გზავნილი მთელი რეგიონისთვის, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით არის და მისი უცვლელი პარტნიორია - ქვეყანაში ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ლოიდ ოსტინის ჩამოსვლამ ყველას დაანახა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობა მჭიდრო და საიმედოა.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თავად ვიზიტი იყო მთავარი მოვლენა, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ჩვენს ქვეყანაში ვიზიტით ხაზს უსვამს ჩვენს პარტნიორობას.

ეს არის გზავნილი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში, რომ ჩვენი პარტნიორობა არ შეწყვეტილა, პირიქით, არის ისეთი მჭიდრო როგორიც არასდროს და მეორე: მთელი რეგიონისთვის ეს არის გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს გვერდში," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

დღის ამბები